2015-10-20
შეხვედრა ბრიტანელ მეცნიერთან
20 ოქტომბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დიდი ბრიტანეთის აკადემიის წევრს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, დარემის
უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს, მამა
ანდრია (ენდრიუ) ლაუთს უმასპინძლებს. შეხვედრაზე პროფესორი ისაუბრებს მართლმადიდებელთა იდენტობაზე თანამედროვე მსოფლიოში.
შეხვედრის ბოლოს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ანდრია (ენდრიუ) ლაუთს დააჯილდოებს თსუ მედლით მაქსიმე აღმსარებლის შრომების შესწავლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.
მამა ანდრია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია ადრეული პატრისტიკისა და ბიზანტიური თეოლოგიის თემებზე. წარსულში ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ლექციებს კითხულობდა ლონდონის გოლდსმითის კოლეჯში, კემბრიჯის უნივერსიტეტში. ამჯერად ის მიწვეული პროფესორია ამსტერდამის თავისუფალ უნივერსიტეტში. აგრეთვე არის რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სუროჟის ეპარქიის დეკანოზი.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, 115-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი