2012-07-20

გოჩა ჯაფარიძის წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

20 ივლისს, 16.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გოჩა ჯაფარიძის წიგნის „ძიებანი“ პრეზენტაცია გაიმართება.

კრებულში თავმოყრილია სტატიები საქართველოსა და ახლო ამოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური ისტორიის საკითხებზე, ისლამის გავრცელებაზე საქართველოში, გენეალოგიურ, ონომასტიკურ და ტოპონიმიკურ ძიებებზე, ქართული დიპლომატიის ისტორიაზე, ქრონოლოგიაზე, ქართულ და ისლამურ ნუმიზმატიკასა და მეტროლოგიაზე, ქართული და უცხოური სამეცნიერო ნაშრომების მიმოხილვები და რეცენზიები. კვლევა შესრულებულია ქართული და აღმოსავლური, უმეტესად, არაბული (ნარატიული, ეპიგრაფიკული, დოკუმენტური, ნუმიზმატიკური) წყაროების საფუძველზე.

კრებული დააინტერესებს როგორც დარგის სპეციალისტებს და მკვლევარებს, ასევე ამ თემატიკით დაინტერესებულ მკითხველს.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი