2010-05-24
მედიაციის კლინიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
24 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტში აშშ-ს ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის პროფესორი
სუზან ალენ ნენი და კონფლიქტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
გუგული მაღრაძე პრეზენტაციას გამართავენ. პრეზენტაცია პოსტსაბჭოთა და აღმოსავლეთ ევროპაში პირველი მედიაციის კლინიკის ამოქმედებასთან დაკავშირებით ქართულ-ოსური ურთიერთობების მოგვარებაში მედიაციის გამოყენების პრაქტიკის შესახებ ტარდება.
სუზან ალენ ნენი ქართულ და ოსურ მხარეებთან რამდენიმე წელია მუშაობს, პროფესორი კონფლიქტოლოგიის სპეციალობის სტუდენტებს და პროფესორ მასწავლებლებს ამ მიმართულებით არსებულ დადებით შედეგებს და გამოწვევებს გააცნობს.
მედიაციის კლინიკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აშშ-ს ჯორჯ მეისონის და დენვერის უნივერსიტეტის კონფლიქტოლოგიის ცენტრის და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით შეიქმნა.
საკონტაქტო პირი: თამარ ხიჯაკაძე, 25 20 95, 897 17 81 11
მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ოთახი №240
« იხ. ყველა ანონსი

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91; 36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge