2019-01-25

თანამშრომლობის მემორანდუმი

25 იანვარს, 13.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. მემორანდუმს ხელს თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე და ფონდის გამგეობის თავმჯდომარე ჟაკს პოტდევინი მოაწერენ ხელს. 

ხელშეკრულების მიზანია, განსაზღვროს უნივერსიტეტისა და ფონდის შესაბამისი როლი და პასუხისმგებლობები საქართველოში ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის რეფორმების მხარდაჭერის საქმეში; გაწიოს საკონსულტაციო მომსახურება ფონდისა და მისი კლიენტებისათვის საქართველოში ფინანსური სექტორის ჯგუფებისათვის; განახორციელოს სამთავრობო სტრუქტურებთან მიმდინარე მოლაპარაკებების კოორდინაცია.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, რექტორატი.
« იხ. ყველა ანონსი