2013-07-12
თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და კიევის სამართლის უნივერსიტეტს შორის
12 ივლისს, 12.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი კიევის სამართლის უნივერსიტეტთან (НАН) თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს.
მემორანდუმის თანახმად, მხარეები ერთობლივ სამაგისტრო პროგრამებს განახორციელებენ; გაცვლიან სტუდენტებსა და პროფესორებს, გამართავენ საჯარო ლექციებს, მოაწყობენ ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლებს. უნივერსიტეტები სამეცნიერო კადრების მომზადებაშიც ითანამშრომლებენ, ერთმანეთში გაცვლიან სამეცნიერო და სასწავლო ლიტერატურას, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებს მოაწყობენ.
თსუ რექტორის მოადგილის ლევან ალექსიძისა და კიევის სამართლის უნივერსიტეტის რექტორის იური ბოშიცკის შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე მემორანდუმით გათვალისწინებულ პირობებსა და უნივერსიტეტებს შორის ურთიერთობების განვითარებაზე ისაუბრებენ.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 106-ე ოთახი
« იხ. ყველა ანონსი