2018-12-26

ლიტერატურული კონკურსის - „შემოდგომის ლეგენდა“ დაჯილდოების საღამო

26 დეკემბერს, 19:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის - "შემოდგომის ლეგენდა" საიუბილეო - მეათე დაჯილდოების საღამო გაიმართება. ღონისძიებაზე კონკურსის 2018 წლის და წინასაიუბილეო ლიტერატურული ექსპერიმენტის გამარჯვებულები დასახელდებიან, რომელთაც სპეციალური საჩუქრები და ფულადი პრიზები გადაეცემათ.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე.
« იხ. ყველა ანონსი