2016-04-08
„ნოე რამიშვილი -135“
8 აპრილს, 16:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნიევრსიტეტის ბიბლიოთეკა გამოფენასა და დისკუსიას სახელწოდებით - „ნოე რამიშვილი -135“ გამართავს.
ღონისძიება ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918-1921 წწ.) მთავრობის პირველი თავმჯდომარის, შინაგან საქმეთა, სამხედრო და სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის 135 წლის იუბილეს.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თსუ-ს ბიბლიოთეკაში დაცული ნოე რამიშვილის პირადი ნივთები, წიგნები, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ეპისტოლარული მემკვიდრეობა და ფოტოები; საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული დოკუმენტები. დისკუსიას გაუძღვება ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ოთარ ჯანელიძე.
მისამართი : ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი