2014-12-11

ოთარ ჯინორიას გახსენება

11 დეკემბერს, 14.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ცნობილი ქართველი გერმანისტის ოთარ ჯინორიას 100 წლისთავთან დაკავშირებული ღონისძიება.

ღონისძიება  დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ინსტიტუტის გერმანული ფილოლოგიის კათედრის ორგანიზებით ტარდება და მას თსუ სტუდენტები, პროფესორები და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, 107-ე აუდიტორია (ივ. ჯავახიშვილის სახელობის დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი