2014-10-09

„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზენტაცია

9 ოქტომბერს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში მსოფლიოში გაფანტულ თანამემამულეთა ორგანიზაციის „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ პრეზენტაცია გაიმართება.

ორგანიზაცია „ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის“ მიზანია ხელი შეუწყოს კავშირის გამყარებას ძველსა და ახალ ემიგრაციას შორის.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. №13, თსუ მე-8 კორპუსი, თსუ ქართული ემიგრაციის მუზეუმი

« იხ. ყველა ანონსი