2014-09-02

სამაგისტრო პროგრამის „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ღია კარის დღე

2 სექტემბერს, 18.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება სამაგისტრო პროგრამის „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები" ღია კარის დღე.

ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, თსუ რექტორის მოადგილე მარინე ჩიტაშვილი,  კავკასიის უნივერსიტეტის რექტორი კახა შენგელია, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის რექტორი მაიკლ ქაუგილი, საქართველოში ტემპუსის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ლიკა ღლონტი, მოწვეული სტუმრები და სამაგისტრო პროგრამით დაინტერესებული პირები დაესწრებიან.

ახალი სამაგისტრო პროგრამა „ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები“ ევროკომისიის ტემპუს/ტასისის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თსუ-ში, კავკასიის უნივერსიტეტსა და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში. ეს ინტერდისციპლინური და ინტერსაუნივერსიტეტო პროგრამა მაგისტრანტებს საშუალებას აძლევს მიიღონ განათლება ერთდროულად სამივე უნივერსიტეტის ბაზაზე. სამაგისტრო პროგრამის ძირითადი მიმართულებებია: ეკონომიკის პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, კეთილდღეობის სახელმწიფოს ევროპული მოდელები, შრომითი ურთიერთობები და სოციალური დიალოგი საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებში, ევროპის საკანონმდებლო რეგულაციები ადამიანის უფლებათა და შრომით ურთიერთობებში, აღმოსავლეთ ევროპული ქვეყნების გამოცდილება ევროკავშირში ინტეგრაციისა და ტრანსფორმაციის თვალსაზრისით, შედარებითი შრომის სამართალი.

პროექტის უცხოელი პარტნიორები არიან: ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი (აპლიკანტი),  პლოვდივის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ევროპული კოლეჯი,  მაგდებურგის უნივერსიტეტი,  სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი.

მაგისტრანტებს საშუალება ეძლევათ, პროექტის ფინანსური დახმარებით, სამაგისტრო თეზისები მოამზადონ საზღვარგარეთის პარტნიორ უნივერსიტეტბში.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უნივერსიტეტის შიდა ეზო



« იხ. ყველა ანონსი