2014-05-01

შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

1 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შექსპირის დაბადებიდან 450 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნება.

ღონისძიების ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შექსპირის შემწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი.

კონფერენციაზე ქართველი და უცხოელი მეცნიერები წაიკითხავენ საინტერესო მოხსენებებს შექსპირის კვლევებთან დაკავშირებით. მათ შორის:  „შექსპირის გავლენა ქართულ კულტურაზე“, „შექსპირის ძიება მის სონეტებში“,  „დიდი ქართულ-ინგლისური ლექსიკონი და შექსპირის ქართული თარგმანები“, „130-ე  სონეტი და ინტერპრეტაციის პრობლემა თარგმნის დროს“, „შექსპირი და მედიცინა“, „შექსპირული პარალელი როგორც მითოსური სტრუქტურის ელემენტი ჯეიმზ ჯოისის „ულისეში“, „შექსპირის რეცეფცია შტურმერთა და იენის წრის რომანტიკოსთა ლიტერატურულ თეორიაში“ და სხვა.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, მეორე სართული, მუზეუმი

        

« იხ. ყველა ანონსი