2012-05-28
საზეიმო სხდომა თსუ-ში - „საფრანგეთის ქართული ემიგრაცია“
28 მაისს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს დაარსებიდან 90 წლის იუბილე და თსუ-სა და სათვისტომოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებიდან 5 წლისთავი საზეიმო სხდომით აღინიშნება.
სხდომას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ოჯახის წევრები, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი, ქართველი ემიგრანტები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები.
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი თსუ-ს ორ სტუდენტს ექვთიმე თაყაიშვილის სტიპენდიებს გადასცემს.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.
« იხ. ყველა ანონსი
საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი თსუ-ს ორ სტუდენტს ექვთიმე თაყაიშვილის სტიპენდიებს გადასცემს.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.