2012-05-28

საზეიმო სხდომა თსუ-ში - „საფრანგეთის ქართული ემიგრაცია“

28 მაისს, 17.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს დაარსებიდან 90 წლის იუბილე  და თსუ-სა და სათვისტომოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმებიდან 5 წლისთავი საზეიმო სხდომით აღინიშნება.
სხდომას დაესწრებიან თსუ რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი, საქართველოს პირველი რესუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ნოე ჟორდანიას ოჯახის წევრები, საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი,   ქართველი ემიგრანტები, თსუ პროფესორ-მასწავლებლები, მოწვეული სტუმრები.
           საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ  ზურაბიშვილი  თსუ-ს ორ სტუდენტს  ექვთიმე თაყაიშვილის  სტიპენდიებს გადასცემს.


მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი.

« იხ. ყველა ანონსი