2013-10-17

პროფესორ გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიებები

17 ოქტომბერს, 16.30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ემიგრაციის მუზეუმში გამოფენა “გურამ შარაძე და ქართული ემიგრაცია” გაიხსნება. გამოფენა პროფესორ გურამ შარაძის დაბადებიდან 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში იმართება ( მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. №13, თსუ მე-8 კორპუსი).

17 ოქტომბერს ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მეცნიერის,  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის, პროფესორ გურამ შარაძის დაბადებიდან 73 წელი სრულდება.  გამოფენის გახსნამდე, 14.00 საათზე გადახდილი იქნება პანაშვიდი ვერის სასაფლაოზე.

« იხ. ყველა ანონსი