2014-05-15

ამერიკისმცოდნეობის XV ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენცია "შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში"

15 მაისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკისმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი (ხელმძღვანელი: პროფესორი ვასილ კაჭარავა) ატარებს ამერიკისმცოდნეობის მეთხუთმეტე ყოველწლიურ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე  ,,შეერთებული შტატების პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში".

ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი, თსუ პროფესორები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება მოხსენებები, ძირითადად, ამერიკის შეერთებული შტატების, ასევე, ლათინური ამერიკისა და კანადის ისტორიის, პოლიტიკის, ეკონომიკის, სამართლის, მეცნიერების, კულტურის, განათლების, რელიგიის, ქართულ-ამერიკული ურთიერთობის, ამერიკაში ქართული იმიგრაციისა და სხვ. საკითხებზე. კონფერენციის მიზანია ამერიკისმცოდნეობის პროფესიულ დონეზე შესწავლის შედეგების წარმოჩენა და მიღებული ცოდნის გავრცელება საქართველოს საზოგადოების აკადემიურ და ფართო წრეებში, ასევე ქართველ ამერკისმცოდნეთა მუშაობის კოორდინირება და მათი კონტაქტების გაღრმავება ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1. თსუ I კორპუსი, აუდიტორია № 115
« იხ. ყველა ანონსი