2013-10-17

ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ-ში

17 ოქტომბერს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ლატვიის უნივერსიტეტის დელეგაცია ეწვევა. დელეგაციის წევრები შეხვდებიან თსუ რექტორს, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას და რექტორის მოადგილეს, პროფესორ მარინე ჩიტაშვილს. განიხილება  უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხები.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ I კორპუსი, რექტორატი
« იხ. ყველა ანონსი