2010-11-04

თანამშრომლობის მემორანდუმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან

4 ნოემბერს 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება. ხელშეკრულება ითვალისწინებს საერთაშორისო ჰუმანიტარულ სფეროში სასწავლო დისციპლინების, პროგრამებისა და კვლევების განვითარებას.  აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი უზრუნველყოფს თსუ–ის პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების მონაწილეობას საერთაშორისო კონფერენციებში, ტრეინინგებსა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სფეროში დაგეგმილ ღონისძიებებში.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელს თსუ–ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ალექსანდრე კვიტაშვილი და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი არიან ტომბე მოაწერენ.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, I სართული, მცირე საკონფერენციო დარბაზი №135
« იხ. ყველა ანონსი