2011-05-21

გერმანიის დღეები საქართველოში



16–21 მაისს, თბილისში  „გერმანიის დღეები“ , ხოლო, ოთხშაბათს, 18 მაისს, „განათლების დღე“ იმართება.
(http://www.deutschetageintiflis.ge/
იხილეთ დანართი 1 GER;
იხილეთ პროგრამა GEO;
იხილეთ პროგრამა GER
.


ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსში , 
ოთხშაბათს, 18 მაისს, „განათლების დღის“  პროგრამით, 
შემდეგი ღონისძიებები ჩატარდება (დასწრება თავისუფალია): 

15.00 სთ. - „განათლების დღის“  ოფიციალური გახსნა;
განათლების სფეროში გერმანიისა და საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების პარტნორობისა და თანამშრომლობის ამსახველი მასალების გამოფენა ;

17.00 სთ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინფორმაციო ღონისძიება გერმანიის უნივერსიტეტებთან პარტნიორობისა და ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი;
 
17.00 საათზე თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გერმანული ფილოლოგიის დეპარტამენტი  მართავს გერმანიის დღეებისადმი მიძღვნილ საღამოს. საღამოს ორგანიზატორებია ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თბილისის გოეთეს ინსტიტუტი. 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი;
იხილეთ დანართი 2;

„გერმანიის დღეების“ საზეიმო ღონისძიებების ფარგლებში, პარასკევს, 20 მაისს, 
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში მოეწყობა ღია კარის დღე და განათლების სფეროში გერმანიისა და საქართველოს თანამშრომლობის ამსახველი მასალების გამოფენა .
იხილეთ დანართი 3;

პროგრამაშია:

10.00 სთ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში  -

საზეიმო ღონისძიების  ოფიციალური გახსნა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ორთვის ჰენიგის და საქართველოს განათლების მინისტრის, დიმიტრი შაშკინის მიერ.

 
10.15 სთ. გამოფენის ერთობლივი დათვალიერება და მოკლე გასაუბრება მონაწილეებთან: 

  • საზღვარგარეთის სკოლებში სწავლების გერმანიის ცენტრალური უწყება (ZfA) 
  • Deutsche Sparkassenstiftung (გერმანიის შპარკასე-ბანკის ფონდი) 
  • საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის ენის განყოფილება (GI) 
  • გერმანიის სახალხო უმაღლესი სკოლების ასოციაცია (DVV) 
  • თბილისის გერმანული საერთაშორისო სკოლა 
  • გერმანიის აკადემიური გაცვლების სამსახური (DAAD) 
  • საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდია (IPS) 
  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU) 
  • ალექსანდერ ფონ ჰუმბოლტის ფონდი (AvH) 

11.00 -16.00 საათი – საინფორმაციო ღონისძიებები (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიანი დარბაზი );

14.30 სთ. თსუ-ს გერმანული ფილოლოგიის სტუდენტთა მოკლე თეატრალური წარმოდგენა „Deutschland alt kalt Wald“ დადგმის რეჟისორი: ბოშის ფონდის ლექტორი, კასიან ონეზორგე (მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის თეატრალური დარბაზი)

« იხ. ყველა ანონსი