2014-11-12

წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები თსუ-ში

12 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) არჩევნები გაიმართება.

წარმომადგენლობითი საბჭოს წევრთა არჩევნებს ნიშნავს თსუ აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე –  თსუ რექტორი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტის საფუძველზე.

სენატი აირჩევა 4 წლის ვადით უნივერსიტეტის ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე. სენატის წევრებად აირჩევიან  სტუდენტები და აკადემიური პერსონალი,  სენატის არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. სტუდენტები შეადგენენ სენატის სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.   სენატის შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.

12 ნოემბერს თსუ-ში მესამე მოწვევის სენატს აირჩევენ. რეგისტრირებული 54 კანდიდატიდან ახალი მოწვევის სენატში 42 წევრს აირჩევენ, მათ შორის 14 სტუდენტი იქნება.

« იხ. ყველა ანონსი