2015-12-24

თსუ სახალხო თეატრის "სხვენი" სპექტაკლის პრემიერა

24-25 დეკემბერს, 18:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ სახალხო თეატრი "სხვენი" სპექტაკლის "მოდით, დავკავდეთ..."პრემიერას გამართავს. სპექტაკლი დადგმულია ვ. კრასნოგოროვის პიესის მიხედვით. რჟისორი-გიორგი გომურაშვილი.

თსუ სახალხო თეატრმა "სხვენი" აღნიშნული სპექტაკლით მონაწილეობა მიიღო სტუდენტური თეატრების ფესტივალში "ნიღაბი", სადაც ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის დაჯილდოვდა სალომე ბადაგაძე, ხოლო თეატრის კრიტიკოსთა რჩეული გახდა ბექა ხვედელიანი.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი