2015-06-11

„რენესანსის ეპოქის თვალსაჩინო მწერლები: უილიამ შექსპირი, შოთა რუსთველი, მოგელ დე სერვანტესი და ლომე დე ვეგა“

11 ივნისს, 11.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღონისძიება „რენესანსის ეპოქის თვალსაჩინო მწერლები: უილიამ შექსპირი, შოთა რუსთველი, მოგელ დე სერვანტესი და ლომე დე ვეგა“.

ღონისძიება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის სკოლებთან ურთიერთობის ფარგლებში გაიმართება და მასში სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას.

ღონისძიების ორგანიზატორია ინგლისური ენის მასწავლებელი და მთარგმნელი ნანა ქუთათელაძე.
 
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, უწყვეტი განათლების ცენტრი

« იხ. ყველა ანონსი