2017-05-18

მუზეუმის საერთაშორისო დღე

18 მაისს მუზეუმის საერთაშორისო დღე აღნიშნება. 1977 წლიდან, ICOM-ის (მუზეუმების საერთაშორისო საბჭო) გადაწყვეტილებით, ეს დღე მთელ მსოფლიოში ღია კარის დღეებით აღინიშნება – ეწყობა გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები, სამეცნიერო კონფერენციები, ლექციები და სხვადასხვა აქტივობა. 2017 წლის თემაა – ,,მუზეუმები და სადავო ისტორიები: მუზეუმი საუბრობს უთქმელზე“.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი უერთდება ამ კამპანიას და უკვე მე-10 წელია მუზეუმის საერთაშორისო დღეს ტრადიციულად აღნიშნავს ,,მუზეუმის კვირეულით".

პროგრამა







« იხ. ყველა ანონსი