2018-06-05

საჯარო ლექცია - „სტარტაპები და მათი დაფინანსების წყაროები საქართველოში“

5 ივნისს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ორგანიზებით საჯარო ლექცია - „სტარტაპები და მათი დაფინანსების წყაროები საქართველოში“ გაიმართება. ლექციას წაიკითხავს საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ კასრაძე. 

ტექნოპარკი საქართველო ორიენტირებულია ქვეყანაში ინოვაციური წარმოების შექმნასა და განვითარებაზე. ტექნოპარკი წარმოადგენს ეკონომიკური განვითარებისა და ტექნოლოგიური სფეროს ეკოსისტემის ერთ-ერთ მთავარ ელემენტს, აერთიანებს ეროვნულ ინტელექტუალურ რესურსსა და ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას. ტექნოპარკი უზრუნველყოფს ღია დაშვებას თანამედროვე ტექნოლოგიებთან, ცოდნასა და განვითარების პერსპექტივასთან. ნებისმიერი დაინტერესებული პირი, მიიღებს კონსულტაციებს იდეის დამუშავებიდან მის პროტოტიპად ჩამოყალიბებასა და ბიზნესად განვითარებამდე.

მისამართი:უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, 206-ე აუდიტორია.
« იხ. ყველა ანონსი