2015-07-17

თანამშრომლობის მემორანდუმი თსუ-სა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის

17 ივლისს, 10:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

მემორანდუმს თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებელი გივი ქირიკაშვილი მოაწერენ ხელს.

მემორანდუმის თანახმად მხარეები მიზნად ისახავენ, ხელი შუწყონ საქართველოში ადგილობრივი მართვის ორგანოებსა და სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულებებს შორის საქმიანი ურთიერთობების გაღრმავებას.

მისამართი: დაბა სტეფანწმინდა (ყაზბეგი), ალ. ყაზბეგის ქუჩა №1  

« იხ. ყველა ანონსი