2017-11-06

კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის დელეგაცია თსუ-ში

6 ნოემბერს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის  ეკონომიკის ეროვნული  უნივერსიტეტის დელეგაცია ესტუმრება. ვიზიტის ფარგლებში გაფორმდება მემორანდუმი თსუ-სა და კიევის ეკონომიკის ეროვნულ უნივერსიტეტს შორის. მემორანდუმს ხელს რექტორები: გიორგი შარვაშიძე და დმიტრო ლუკიანენკო მოაწერენ.

მემორანდუმის გაფორმების შემდგომ კიევის ვადიმ ჰეტმანის სახელობის ეკონომიკის ეროვნული უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი დმიტრო ლუკიანენკო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებისთვის (თსუ X კორპუსი) წაიკითხავს საჯარო ლექციას „გლობალური ეკონომიკა: იმპერატივები და ასიმეტრიები.“

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი




« იხ. ყველა ანონსი