2010-05-09

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ევროპის დღეს აღნიშნავს

9 მაისს, 13:00 საათზე თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდება. ფაკულტეტის ფრანგული ფილოლოგიის მიმართულების სტუდენტები და პროფესორ-მასწავლებლები საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს მიერ ორგანიზებულ მანიფესტს სოლიდარობას უცხადებენ და პარიზში გამართული ღონისძიების პარალელურად თბილისში ღონისძიებას სლოგანით: “ჩვენ ვართ ქართველები, ანუ ჩვენ ვართ ევროპელები!” გამართავენ.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსი



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი