2013-05-24

რარიტეტის დარბაზის პრეზენტაცია თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

24 მაისს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში რარიტეტის დარბაზი გაიხსნება და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა მიკროფირების ელექტრონული არქივის პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი დაესწრება.

მისამართი: ალექსიძის ქ. ¼, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა

« იხ. ყველა ანონსი