2017-06-23

გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება თსუ-ში

23 ივნისს, 11.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში პროფესორ გიორგი წერეთლის დაბადებიდან 65 წლისთვისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია და საიუბილეო სხდომა გაიმართება. ღონისძიებას თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ნუნუ ოვსიანიკოვა, თსუ პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის რამაზ აბესაძე, პროფესორები, სტუდენტები ქართველი და უცხოელი სტუმრები დაესწრებიან.


 მისამართი: თბილისი, გ. ქიქოძის ქ.14, პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი

« იხ. ყველა ანონსი