2011-07-06

კომპანია DPA-ს საჯარო ლექცია თსუ–ში

6 ივლისს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ღია ლექცია თემაზე: საინფორმაციო უზრუნველყოფის სფეროს მდგომარეობა მსოფლიოში. სტუდენტებისათვის და პროფესორ–მასწავლებლებისათვის დაგეგმილ ლექციაზე საუბარი შეეხება ინტელექტუალური საკუთრებისა და ინტერნეტის, პროგრამული უზრუნველყოფის ლიცენზირების მოთხოვნების, განათლების სფეროში Microsoft-ის გადაწყვეტების, იდეალური საინფორმაციო ტექნოლოგიებისა (ISO სტანდარტებზე დაყრდნობით შემუშავებული ხედვა) და საინფორმაციო ტექნოლოგიების პროექტების მართვის უახლესი სტანდარტების საკითხებს. დამსწრეთათვის პრეზენტაციას DPA საქართველოს დირექტორი სანიტა მეიჯერე გამართავს.

ქართულ ბაზარზე შემოსვლის შემდეგ DPA საქართველოში Microsoft–ის ერთადერთი ოქროს პარტნიორი იქნება. ამასთან, საინფორმაციო ტექნოლოგიების (IT) კომპანია 2012 წლის ბოლომდე რამდენიმე მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. კომპანია აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის საინფორმაციო ტექნოლოგიების ბაზრის ერთ–ერთი ლიდერია. მას ბალტიის ქვეყნების ბაზრის 60%–ზე მეტი, უკრაინის ბაზრის – 38% და ბელორუსიის ბაზრის – 65%–ზე მეტი უჭირავს. აღნიშნულ ქვეყანაში მოქმედი საჯარო უწყებები ძირითადად სწორედ DPA-ს კლიენტები არიან.

კომპანიის შემოსვლით საქართველოში ძირითადად ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობა მოხდება, რაც გულისხმობს საინფორმაციო ტექნოლოგიების დანერგვით მცირე და საშუალო ბიზნესის, ასევე სამომხმარებლო ბაზრისა და წარმოების პროცესის განვითარებას. კომპანიის სტრატეგიით როგორც ტექნიკური, ასევე ადმინისტრაციული კადრები  ადგილობრივი სპეციალისტებით დაკომპლექტდება, რომლებიც მუდმივად გაივლიან პროფესიული გადამზადების კურსებს და გაიზიარებენ DPA-ს გამოცდილებას.


მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის XI კორპუსი, 103–ე აუდიტორია

« იხ. ყველა ანონსი