2013-02-07

ტემპუსის საინფორმაციო სემინარი „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება“

7 თებერვალს, 16:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტემპუსის ეროვნული ოფისი გამართავს საინფორმაციო სემინარს „კვლევაზე დაფუძნებული სწავლება“.
უმაღლესი განათლების ექსპერტი ირინე დარჩია წარმოადგენს 2012 წლის ნოემბერში ბუდაპეშტში ჩატარებული ბოლონიის სემინარის შედეგებს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 13, თსუ VIII კორპუსი, ოთახი 220.

 

 

 

« იხ. ყველა ანონსი