2012-05-07

პროექტის „ნაფიცი მსაჯული 4“ პრეზენტაცია

7 მაისს, 12.00 საათზე „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია საქართველოს“ (ელსას) კვირეულის ფარგლებში გაიმართება პროექტის „ნაფიცი მსაჯული 4“ პრეზენტაცია. პროექტის პარტნიორები არიან საქართველოს უზენაესი სასამართლო, ქალაქ თბილისის მერია, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და თსუ სტუდენტური თვითმმართველობა.
პრეზენტაციას დაესწრებიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე  კონსტანტინე კუბლაშვილი, საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული და პროექტის ყველა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
მისამართი: სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“
« იხ. ყველა ანონსი