2011-09-01

ტოლერანტობის მშენებლობა საქართველოში ისტორიის სწავლების გზით როგორ ვასწავლოთ ისტორია და მოქალაქეობის საფუძვლები მრავალკულტურულ და მრავალკონფესიურ გარემოში

1 სექტემბერს, 14:30 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ევროკლიოს - ისტორიის პედაგოგთა ევროპული ასოციაციისა და იმსას _ ისტორიის მასწავლებელთა საქართველოს ასოციაციის სასწავლო მასალების კრებულის პრეზენტაცია გაიმართება. კრებული მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მოიცავს მე-20 საუკუნეში საქართველოში სხვადასხვა ეროვნებისა და რელიგიური მრწამსის ადამიანების თანაცხოვრების ისტორიას.

შეხვედრის ფარგლებში ევროკლიოს და იმსას პრეზიდენტები საზოგადოებას არსებულ პროექტს წარუდგენენ. პრეზენტაციაზე დაგეგმილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების და ნიდერლანდების სამეფოს დესპანის საქართველოში ანჟელე სამურას სიტყვით გამოსვლა.

მის: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი, II სართული, ფიზიკის დიდი აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი