2017-10-04
ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის I საერთაშორისო კონგრესი
4 ოქტომბერს, 9.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პირველი საერთაშორისო სამეცნიერო კონგრესი
"შარდ-სასქესო სიტემის კიბოს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები" გაიმართება. ღონისძიებას თსუ რექტორი
გიორგი შარვაშიძე და საქართველოს ონკოლოგიური უროლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, „ემ-ემ-ტე“ ჰოსპიტლის უროლოგიური დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი
გურამ ქარაზანაშვილი გახსნიან.
კონგრესზე საქართველოსა და მსოფლიოს წამყვანი ექიმები
და მეცნიერები გაუზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, სიახლეებს, მიღწევებს
კიბოს დამარცხების საქმეში. ღონისიებაში მონაწილეობას ღებულობენ მსოფლიოს
და რეგიონის წამყვანი ექსპერტები და მეცნიერები (აშშ, ბელგია, გერმანია,
ჰოლანდია, თურქეთი, ბელორუსია, უკრაინა, რუსეთი, სომხეთი და საქართველო).
წარმოდგენილი იქნება 25-ზე მეტი მოხსენება. პირველად ამიერკავკასიაში,
მოხდება ულტრათანამედროვე, რობოტული ქირურგიული ტექნოლოგიების
ტრანსატლანტიკური დემონტრირება - პირდაპირი ჩართვა აშშ-დან. კონგრესს
დაესწრება 200-მდე სხვადასხვა სპეციალობის ექიმი საქართველოდან.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ პროგრამა
მისამართი: თსუ, ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, I კორპუსი, აუდიტორია #107