2018-10-04

გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი იუბილე

4 ოქტომბერს 15:00 საათზე თსუ-ს პირველი კორპუსის 107-ე აუდიტორიაში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორის, ცნობილი არქეოლოგისა და საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრ-კორესპონდენტის გურამ ლორთქიფანიძის დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრებიან თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე თევზაძე, ისრაელის ელჩი საქართველოში შაფთაი ცური, საქართველოს ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენლები, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფროფესორ-მასწავლებლები, გურამ ლორთქიფანიძის ოჯახის ახლობლები და სტუდენტები.

საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში ნაჩვენები იქნება გურამ ლორთქიფანიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმი - ,,გადარჩენილი სახელი” (ავტორი: ნინო კაკულია – გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის” რედაქტორი); ასევე, გაიმართება გურამ ლორთქიფანიძის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია და გამოფენა _ ,,ყველაფერი ცნობილი არქეოლოგის შესახებ”.

გურამ ლორთქიფანიძე 1977 წლიდან არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯერ ისტორიის კათედრისა და შემდეგ არქეოლოგიის კათედრისა. მისი ინიციატივით ისტორიის ფაკულტეტზე დაფუძნდა კულტურის ისტორიისა და თეორიის კათედრა, რომელსაც იგი 1985-2005 წლებში ხელმძღვანელობდა. იგი დღემდე ხელმძღვანელობს, ასევე, თსუ-ში ,,ისრაელის ცენტრს”. გურამ ლორთქიფანიძე 2009 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტად აირჩიეს. წლების განმავლობაში იგი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა არქეოლოგიურ გათხრებში, 1975 წლიდან იყო ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელი. ავტორია 12 მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსი, დაწერილი აქვს 300-მდე სამეცნიერო ნაშრომი.



« იხ. ყველა ანონსი