2015-10-02
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი არასრულწლოვანთა მართლმსასჯულების კოდექსის პრეზენტაციას გამართავს
2 ოქტომბერს, 12:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი სტუდენტებს შეხვდება და არასრულწლოვანთა მართლმსასჯულების კოდექსის პრეზენტაციას გამართავს.
პროექტი იუსტიციის მინისტრის ინიციატივით მომზადდა და მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულებისა და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმს, რომელიც ევროპული სტანდარტებისა და გაეროს ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციის შესაბამისია.
შეხვედრის განმავლობაში სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მინისტრს დაუსვან შეკითხვები და გამოთქვან საკუთარი აზრი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ახალ სისტემასთან დაკავშირებით.
1 ოქტომბერს უნივერსიტეტის მეორე კორპუსში განთავსდება ციხის პაემნების ოთახის იდენტური ოთახი, რომელშიც დამონტაჟებული იქნება კამერა. კამერის პირისპირ სტუდენტებს შეეძლებათ მიმართონ არასრულწლოვან დამნაშავეებს, გაუზიარონ საკუთარი გამოცდილება, მოუყვნენ იმის შესახებ როგორია იყო სტუდენტი, მისცენ მათ მომავლის იმედი, ესაუბრონ ყოველდღიურ ცხოვრებაზე მათზე ასაკით ოდნავ პატარა დამნაშავეებს.
მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზის ფოიე
« იხ. ყველა ანონსი