2017-05-30

პაატა ცხადაიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო

30 მაისს, 17:00 საათზე ივანე ჯავხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტთან არსებული ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის, პროფესორ პაატა ცხადაიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართება.

ღონისძიებაზე ქართველური ონომასტიკის სამეცნიერო ცენტრის ახალ გამოცემათა პრეზენტაცია გაიმართება:
იგორ კეკელია, "პაატა ცხადაია-ქართველური ონომასტიკის მოჭირნახულე";
შუქია აფრიდონიძე, "ქართველური ონომასტიკა-VIII";
პაატა ცხადაია, "საკუთარი სახელი მეგრულ (ლაზურ) ენაში";
პაატა ცხადაია, ონომასტიკური ძიებანი;
დოდო ქიტუაშვილი, წინარეხის თემის ონომასტიკური მასალა;
გიორგი ქიტოშვილი, ზიარისა და ფხოველის ონომასტიკური მასალა

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, 317-ე აუდიტორია
« იხ. ყველა ანონსი