2013-03-19

სტუდენტური კონფერენცია „სოციალური მუშაობა და სოციალური გამოწვევები 21-ე საუკუნის საქართველოში“

19 მარტს, 10.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება პირველი სტუდენტური კონფერენცია სოციალურ მუშაობაში „სოციალური მუშაობა და სოციალური გამოწვევები 21-ე საუკუნის საქართველოში“. კონფერენციას თსუ რექტპრო ალექსანდრე კვიტაშვილი დაესწრება.
ღონისძიება სოციალურ მუშაკთა მსოფლიო დღეს ეძღვნება. კონფერენციის მიზანია სოციალური თემატიკისადმი  ახალგაზრდა მკვლევართა ინტერესის გაზრდა, მათი პროფესიული პოტენციალისა და კვლევის უნარ-ჩვევების წარმოჩენა. კონფერენციაზე წარმოდგენილი თემები წარმოაჩენს სოციალური მუშაობის როლს უმცირესობების, პალიატიური მზრუნველობის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროებში.
ღონისძიების ორგანიზატორია თსუ, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.


მისამართი: ი. ჭავჭვაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, აუდიტორია №06

« იხ. ყველა ანონსი