2013-12-20

ფილმის - „ექსპერიმენტი 2: ტალღა“ - ჩვენება

20 დეკემბერს, 17:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკასთან არსებული კინოკლუბი წარმოგიდგენთ დენის განზელის ფილმს„ექსპერიმენტი 2: ტალღა“.

ფილმი სკოლის ისტორიის მასწავლებლის ერთი უცნაური ექსპერიმენტის თაობაზე მოგვითხრობს. სურს რა დაანახოს თავის მოსწავლეებს, თუ რას ნიშნავს დიქტატორული რეჟიმის პირობებში ცხოვრება, მასწავლებელი გადაწყვეტს ზუსტად ერთი კვირით ნაცისტების ტერორი და სასტიკი დისციპლინა სკოლის კედლებში გააცოცხლოს. ძალიან მალე მისი ჩანაფიქრი კონტროლიდან გამოვა და უმძიმეს შედეგებს მოიტანს.

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, თსუ პირველი კორპუსი, ბიბლიოთეკა, მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი