2017-02-10

აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია

10 თებერვალს, 14:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევით ცენტრში აფხაზური ბიბლიოთეკის პრეზენტაცია გაიმართება.

ბიბლიოთეკის შექმნაში მონაწილეობდნენ ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, საქართველოს ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და ლიტერატურის კომისია. ამ პროცესში აქტიურად იყო ჩართული აფხაზური მხარეც. 

ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა გაეცნოს აფხაზეთში გამოცემულ ლიტერატურას, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შესახებ დოკუმენტებს, მხატვრულ ლიტერატურას ქართულ და აფხაზურ ენებზე, პუბლიცისტიკას,  აფხაზურ პრესას. ბიბლიოთეკაში ინახება ბევრი უნიკალური მასალა, რომელიც საინტერესო იქნება აფხაზეთში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებული  პირებისათვის.

მისამართი:ი.ჭავჭავაძის გამზ.13, თსუ VIII კორპუსი

« იხ. ყველა ანონსი