2017-05-15

საჯარო ლექცია "ოსური დამწერლობის სათავეებთან"

15 მაისს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ოსური ენის დღესთან დაკავშირებით, საჯარო ლექციას "ოსური დამწერლობის სათავეებთან" გამართავს. მომხსენებელი ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი ნაირა ბეპიევი.

მისამართი:ქეთევან წამებულის ქ. 55; თსუ მეშვიდე კორპუსი, 115-ე აუდიტორია



« იხ. ყველა ანონსი