2011-06-01

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული ღონისძიებები

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია "თანადგომა, სიყვარული, ურთიერთობა" გაიმართება. სტუდენტები  გლდანის მიუსაფარ ბავშვთა სახლს ეწვევიან და საჩუქრებს გადასცემენ. ღონისძიებების ციკლი 3 ივნისს გაგრძელდება. დაგეგმილია გასვლითი ღონისძიება გასართობ ცენტრ ბომბორაში და კინოთეატრ ამირანში. ღონისძიების დასასრულს „თბილისი ივენთ ჰოლში" დასკვნითი კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები: დუეტი „ჯორჯია“, ნიკოლშოუ, ნოდიკო ტატიშვილი, ბორის ბედია, ლიზა ბაგრატიონი, პანჩო და სხვები. კონცერტიდან შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ბავშვთა სახლს.

« იხ. ყველა ანონსი