2015-05-13

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები თსუ-ში

13 მაისს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) წარმომადგენლები ესტუმრებიან.  EBRD-ის წლიური შეხვედრის (თბილისი) ფარგლებში, ბანკის წარმომადგენლები   საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტებს  შეხვდებიან. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა დაესწრება.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენლები ახალგაზრდებს ბანკში დასაქმების შესაძლებლობებზე მიაწვდიან ინფორმაციას, გააცნობენ საკუთარ გამოცდილებას, კარიერულ გზას, ესაუბრებიან სამომავლო პერსპექტივებზე.

EBRD-ის წარმომადგენელთა სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ ეკონომიკის და ბიზნესის მიმართულებების, აგრეთვე, მომიჯნავე სპეციალობების ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტები და კურსდამთავრებულები, ვისთვისაც EBRD, როგორც დამსაქმებელი, საინტერესოა.

16 მაისს EBRD-ის  წარმომადგენლები უნივერსიტეტების კურსდამთვრებულებს შეხვდებიან.

 
 მისამართი:  ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი