2013-10-30

იაპონური მუსიკალური ჯგუფის „ჰანამას“-ის კონცერტი თსუ-ში

30 ოქტომბერს, 19.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  იაპონური მუსიკალური ჯგუფის „ჰანამას“-ის კონცერტი გაიმართება. ღონისძიება საქართველოში იაპონიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება. კონცერტს თსუ სტუდენტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, იაპონიის საელჩოს თანამშრომლები  დაესწრებიან.
იაპონურ-დასავლური ჯგუფი  „ჰანამას“-ი 2009 წელს ჩამოაყალიბეს ჩიე ჰანავამ (ცუგარუ-შიამისენის შემსრულებელი) და ნაცუმი ოკიმასუმ (მევიოლინე). ჯგუფი აქტიურად  მონაწილეობდა სხვადასხვა მუსიკალურ საშემსრულებლო ჟანრში. პოპ-ბგერების და მელოდიების ჰარმონიული შერწყმით, „ჰანამას“-ი ცდილობს გადმოსცეს თითოეული ინსტრუმენტისათვის დამახასიათებელი ჟღერადობა და ამავდროულად ახერხებენ მათ ჰარმონიზაციას. 2010 წელს, პირველ ნეო კლასიკურ საერთაშორისო კონკურსზე, „ჰანამას“-მა მოიპოვა წამახალისებელი პრიზი. 2011 წელს ჯგუფმა მიიღო „ზეციური-ხელოვნის“ ჯილდო ტოკიოს მეტროპოლიტენის მთავრობისაგან.
კონცერტზე დასწრება თავისუფალია.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის იხილეთ საელჩოს ვებგვერდი:  http://www.ge.emb-japan.go.jp/georgian/news/hanamas.html

მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი