2012-12-21

პრეზენტაცია „სწავლა საფრანგეთში“

21 დეკემბერს, 17.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ფრანგული ინსტიტუტი გამართავს პრეზენტაციას „სწავლა საფრანგეთში“.
პრეზენტაციის მიზანია დაინტერესებულ სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია ფრანგულ უნივერსიტეტებში ჩაწერის პროცედურის, გაცვლითი პროგრამებისა და საფრანგეთში სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებზე.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის №1, თსუ 1 კორპუსი, აუდიტორია № 101
« იხ. ყველა ანონსი