2013-03-07

„თსუ არტის“ კონცერტი

7 მარტს, 18.00 საათზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  პროექტ " ნიჭიერის" ფინალისტი ბენდის „თსუ არტის“ კონცერტი.  კონცერტზე ბენდი, ჯეოსტარელ მარიკო ებრალიძესთან ერთად, წარმოადგენს განახლებულ პროგრამას. შესრულდება როგორც ცნობილი ჰიტები, ასევე ბენდის მიერ შექმნილი კომპოზიციები.
„თსუ არტი“ ორი წლის წინ  თსუ-ს ბაზაზე კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის თანადგომითა და ხელშეწყობით ჩამოყალიბდა.  ექსპერიმენტული მუსიკის შემსრულებელ ბენდს ჩატარებული აქვს რამოდენიმე სოლო კონცერტი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა; ასევე არის რამდენიმე ფესტივალისა თუ კონცერტის მონაწილე.
კონცერტი თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართება.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 1, თსუ პირველი კორპუსი, სააქტო დარბაზი
« იხ. ყველა ანონსი