2014-06-16

საერთაშორისო კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“

16 ივნისს, 10:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ინტერდისციპლინარული კონფერენცია „ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ გაიხსნება. ღონისძიებას თსუ რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, ევროკავშირის ელჩი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში კატერინა ბოლონიეზე, საფრანგეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში რენო სალენსი, შვეიცარიის კონფედერაციის ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი, საერთაშორისო სტრუქტურების წარმომადგენლები, უცხოეთში მოღვაწე ქართველი მეცნიერები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, სტუდენტები დაესწრებიან. ღონისძიების თანაორგანიზატორები არიან თსუ პროფესორი ნანა გუნცაძე და საფრანგეთში მცხოვრებ ქართველთა სათვისტომოს პრეზიდენტი ოთარ ზურაბიშვილი.

ინტერდისციპლინარული კონფერენცია “ევროპული ღირებულებები და იდენტობა“ მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს იმ უნივერსალური ფასეულობების გავრცელებას, რომელთა მატარებელიცაა ევროპა, და ეს ღირებულებები განიხილოს ეროვნული იდენტობის კონტექსტში. მოხსენებების და მოხსენებათა შემდეგ გამართული დებატების დროს განხილული თემები ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების ინფორმირებას, მის მოდერნიზებას და საშუალებას მისცემს ქართულ საზოგადოებას, გაცნობიერებულად შეაჩეროს არჩევანი ევროპაზე.

კონფერენცია  ტარდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის,  ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს, ევროკავშირის,   ასოციაცია Georgia Proeuropa-ს,   საფრანგეთის ქართველთა სათვისტომოს   ორგანიზებით.

კონფერენცია 18 ივნისს დასრულდება.


მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. №1 თსუ  I კორპუსი, სააქტო დარბაზი

« იხ. ყველა ანონსი