2013-01-18

გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო ზამთრის სკოლა 2013 - „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“

18 იანვარს, 15.00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტში პროექტის „ნაბიჯ-ნაბიჯ ცოდნისაკენ“ დასკვნითი შეხვედრა და კონცერტი გაიმართება.
გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო ზამთრის სკოლა 2013 თსუ ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტის, მათემატიკასა და ინფორმატიკაში თბილისის საერთაშორისო ცენტრის და თსუ საბავშვო უნივერსიტეტის მიერ არის ორგანიზებული.  
ღონისძიება ღვაწლმოსილი მეცნიერების - დავით გორდეზიანის, თამაზ ვაშაყმაძის, თენგიზ მეუნარგიასა და ჯონდო შარიქაძის საიუბილეო თარიღებს ეძღვნება და  მასში მონაწილეობას სკოლის მსმენელები მიიღებენ.
დასკვნით შეხვედრასა და კონცერტზე დასწრება თავისუფალია.


ინფორმაცია სკოლებისთვის:
აღნიშნულ პროექტში მონაწილეობის სურვილი  200-ზე მეტმა მოსწავლემ გამოთქვა (აპლიკანტების სია),  საიდანაც შერჩეულ იქნა სკოლის მსმენელები.


მისამართი: უნივერსიტეტის ქ. 2 (მაღლივ კორპუსთან), თსუ ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ილია ვეკუას აუდიტორია.

« იხ. ყველა ანონსი