2015-11-02

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივი) კორპუსში საუნივერსიტეტო წიგნის მაღაზია გაიხსნება

2 ნოემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 (მაღლივი) კორპუსში  საუნივერსიტეტო წიგნის  მაღაზია   გაიხსნება.

გახსნასთან დაკავშირებით, მაღაზია მყიდველს თსუ გამომცემლობის წიგნებზე 10-60%-იან ფასდაკლებას შესთავაზებს. ფასდაკლების აქცია იმოქმედებს თსუ პირველი კორპუსის მაღაზიაშიც, რომელიც ოთხი ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მისამართი: უნივერსიტეტის ქ. N2,თსუ მე-10 (მაღლივი) კორპუსი, ფოიე


« იხ. ყველა ანონსი