2010-07-15

თსუ ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება

15 ივლისს, 15:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართება.     700–მდე კურსდამთავრებული საზეიმო ვითარებაში ფიცს დადებს და მანტიას მოისხამს. წარჩინებული სტუდენტები უნივერსიტეტის საპატიო სიგელებით დაჯილდოვდებიან. კურსდამთავრებულებს თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რომან ხარბედია, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი ელენე ხარაბაძე, კათედრების ხელმძღვანელები და პროფესორები მიესალმებიან. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პროფილის კომიტეტების თავმჯდომარეები, ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროების, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელები, წამყვანი ბიზნესკომპანიების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.


     მის: თავისუფლების მოედანი №4, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტი“



თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი
მის: ჭავჭავაძის №3
ტელ: 22 23 91;  36 88 50
ელ.ფოსტა: tsupr@tsu.ge

« იხ. ყველა ანონსი