2020-05-28

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები

28 მაისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ონლაინ ფორმით ჩატარდება ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია: „საქართელოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921 წწ.): პიროვნებები, მოვლენები, რეფორმები, მიღწევები და შეცდომები“. კონფერენცია უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ორგანიზებით გაიმართება, რომელშიც სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები მიიღებენ მონაწილეობას. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საიუბილეო თარიღი ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებებით აღინიშნებოდა. წელს, მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე კონფერენცია ონლაინ რეჟმში წარიმართება.

« იხ. ყველა ანონსი